пятница, 18 апреля 2014 г.

მოსწავლის თემა

   ტაო-კლარჯეთი ოდითგანვე იყო და იქნება საქართველოს ნაწილი. XXI  საუკუნეში ეს პრობლემა ისევე აქტუალური უნდა იყოს,  როგორც აფხაზეთი და სამაჩაბლო . ტაო-კლარჯეთი ყველა ჭეშმარიტი ქართველის ტკივილია რადგანაც სავალალო მდგომარეობაშია ჩვენი კულტურის ძეგლები.სამწუხაროდ, ამ ეტაპზე აღნიშნული პრობლემის გადაჭრა ყველას წარმოუდგენლად ეჩვენება მაგრამ მე ვიფქრობ ,რომ ქართველებმა სწორედ ახლა უნდა დავიცვათ ჩვენი ისტორიული ძეგლები, რომლებიც დანგრევის პირასაა. ჩემი თემით კი ვეცდები წარმოვაჩინო ტაო-კლარჯეთი და უფრო მეტად დავაინტერესო ახლანდელი თაობა  მისი ისტორიით, სიდიადით და სილამაზით... ვფიქრობ ჩემი თაობა სწორედ რომ გასაღებია კეთილი საქმეების კეთების. 
       ტაო-კლარჯეთი - ისტორიული ზემო ქართლის,მესხეთის ერთი ნაწილის ქართულ ისტორიოგრაფიაში დამკვიდრებული პირობითი სახელწოდებაა. ტერმინს საფუძვლად უდევს ამ მხარის ორი უმნიშვნელოვანესი პროვინციის-ტაოსა და კლარჯეთის სახელწოდებები. ფართო გაგებით ტერმინი ,,ტაო-კლარჯეთი’’ასევე გულისხმობს მომიჯნავე მხარეებსაც: შავშეთი  და იმერხევი , ნიგალი, ერუშეთი, სპერი, კოლა, ბასიანი.ამ ტერიტორიის უდიდესი ნაწილი დღეს თურქეთის შემადგენლობაშია .აქ მდებარეობს შუა საუკუნეების ქართული კულტურის მნიშვნელოვანი ძეგლები ,რომელთა დიდი ნაწილი ნანგრევების სახითაა შემორჩენილი.
     პარეხთა,ოშკი,ოლთისის ციხე,ოპიზა,იშხანი,თორთომის ციხე-ქალაქ, ოთხთა ეკლესია, დოლისყანა, ვაჩეძორი, ბანა, ახალდაბა, ხანძთა, ხახული, ციხე-ქალაქი არტანუჯი, ტბეთი, შატბერდი, პარხალი ეს იმ ეკლესია-მოსატრების ჩამონათვალია რომელნიც ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე მდებარეობს;                        
        პარეხთა
პარეხთას მონასტერი მდებარეობს ისტორიული კლარჯეთში ,სოფელ დუღანალასთან, ბერთას წყლის ხეობაში.მონასტერი გაშენებულია გრძელი და მაღალი ვერტიკალური კლდის მიუდგომელ შუა ნაწილში.პარეხთას ღვთისმშობლის მონასტრის ტერიოტიაზე შემორჩენილია ძიერ დაზიანებული ნაგებობები.ისტორიული წყაროებიდან ჩანს ,რომ მონასტერი XVI საუკუნემდე არსებობდა.მონასტერთან დაკავშირებულია ცნობები მოღვაწეების მიქაელ პარეხელის,ილარიონ პარეხელის და მონასტრის მოძღვრის მაკარის სახელები.მონასტრის ტერიტორიაზე მოხვედრა შეიძლება მხოლოდ ვიწრო და კლდოვანი ბილიკით.აქედან მეტად შთამბეჭდავი პანორამა ბერთისწლის ხეობაში         
         ოლთისის ციხე
  
ოლთის ციხე მდებარეობს ისტორიულ ტაოში , ქალაქ ოლთუში. ციხე გაშენებულია ქალაქის ცენტრში , კლდოვან გორაკზე. X საუკუნეში ოლთისი წარმოადგენდა ტაოს მეფეთა ქალაქს. აქვე ედგა ტახტი დავით III კურაპალატს.
       
ციხესთან დაკავშირებულია მრავალი ისტორიული მოვლენა: ქალქსი დაპყრობისთვის XI საუკუნეში იბრძოდნენ ბიზანტიელები. ცნობილია, რომ მათ მიერ დაკავებული ციხე 1123 წელს დავით აღმაშენებლმა აიღო და გადაწვა. XVI საუკუნეში ეს მხარე თურქეთმა დაიპყრო.

ციხის ნაგებობებიდან შემორჩენილია მაღალი გალავანი, მომრგვალებული კოშკები. ციხეს შემოსასვლელი სამხრეთიდან აქვს. შუა ციხეში მოედანია სხვადასხვა შენობათა ნაშტებით: ძველი ნადარბაზალიქალაქში გამავალი სამალავი გვირაბი, ჩრდილო-აღმოსავლეთით წმინდა გიორგის გარდამავალი ხანის ექვსაფისიდიანი ეკლესიის საძირკველია, მაჰადიანთა წმინდანის საფლავია. კომპლექსსი XIX საუკუნეში დაფიქსირებულია მოხატულობა და წარწერები , რომელიც ამჟამად მთლიანად გამქრალია. ციხიდან იშლება პანორამა ქალაქსა და ოლთისის წყლის ხეობაზე.
     ოპიზა
ოპიზის მონასტერი მდებარეობს ისტორიულ კლარჯეთში, სოფელ ბაღჯილარში. ოპიზა, გრიგოლ ხანძთელის ეპოქაში კლარჯეთსი დაარსებულ ათორმეთ უდაბნოთა  შორის ერთ-ერთი გამორჩეული იყო.
ოპიზის მონასტერი V საუკუნის II ნახევარში დაარსა ვახტანგ გორგასალის ერისთავმა არტავაზმა.VIII საუკუნეში კლარჯეთში სამოღვაწეოდ ჩასული გრიგოლ ხანძთელი პირველად სწორედ ოპიზაში დამკვიდრდა. გადმოცემით, ოპიზაში იოანე ნათლისმცემელის ხორხი იყო დაკრძალული. იოანე ნათლისმცემლის მთავარი ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანი ტიპის ნაგებობა იყო. ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთიტ იდგა სამრეკლო , რომლის ქვედა სართულიღაა შემორჩენილი. გალავანშემოვლებული კომპლექსი XX საუკუნემდე კარგად იყო შემონახული. ნაგებობაზე დაფიქსირებული იყო მოხატულობა, წარწერები და ქვაზე კეთილი გამოსახულებები. 1965 წელს სოფელში გზის გაყვანისას ეკლესია ააფეთქეს, რის შემდეგ კოლპექსი თითქმის მთლიანად განადგურდა.
ოპიზა მნიშვნელოვანი სასულიერო და მწიგნობრობის კერა იყო. ოპიზაში მოღვაწეობდნენ ცნობილი ოქრომჭედლები ბექა და ბეშქენ ოპიზრები. სავარაუდოდ აქვე მოღვაწეობდა დიდი ფილოსოფოსი იოანე პეტრიწი (XI-XII სს.).
       იშხანი
  იშხნის მონასტერი მდებარეობს ისტორიულ ტაოში, სოფელ იშხანში. ტაძარი გამორჩეულია ხუროთმოძღვრული პლასტიკითა და საკურთხევლის სვეტიბის კოლონადით.
  მონასტერი აშენდა VII საუკუნეში, იშხნელი ეპისკოპოსის, ნერსესის მიერ. ეკლესიის თავდაპირველი გეგმა წრეში ჩახაზული ჯვრის ფორმას წარმოადგენდაახალი ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესია ისე აიგო, რომ ძველი ეკლესის დარჩენილი საკურთხევლის სვეტნარი შენარჩუნდა. XI საუკუნეში იშხნის ეკლესია საფუძვლიანად გადააკეთა მთავარეპისკოპოსმა ანტონ იშხნელმა. ცნობილია ხუროთმოძღვარიც - იოანე მორჩაისძე.იშხნის მონასტრის ნაგებობათაგან შემორჩენილია მთავარი ტაძარი და დარბაზული ეკლესია.წმინდა მოციქულთა მთავარი ტაძრის ზომებია 36,3X18,4 მეტრი. გუბათის ყელი დაყრდნობილია ოთხ მძლავრ ბურჯზე. მორთულობიტ გამოირჩევა დასავლეთის და სამხრეთის ფასადები, რომლის მეორე კამარაში გაჭრილია კარი , აქვეა საქტიტორო წარწერაც.
  დასავლეთი მკლავი, გვიან აშენებული კედლით, ჯამედ იყო გადაკეთებული. ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთი მინაშენის სამხრეთ კედელზე 27 პწკარიანი დაზიანებული წარწერაა (X ). რომელსიც მოხსენიებულაი ქართველი ბაგრატოვანი მეფეები, იშხნის მხატვრობა X-XII საუკუნეებისაა. განსაკუთვრებით მდიდრულია და შედარებით უკეთესადაა შემორჩენილი კამარის მოხატულობა.
  ტაძარის სამხრეთ-დასავლეთით დგას ღვთისმშობლის ერთნავიანი ეკლესია. აგებულია გურგენ მეფის მიერ 1006 წელს. კარის ტიმპანზე შემორჩენილია ქართული და სომხური ქვაზე ნაკვეთი წარწერები.

იშხანი მწიგნობრობის კერას წარმოადგენდა. მონასტრის მოღვაწეთაგან გამორჩეულია ილარიონ იშხნელი (X-XI სს.)

იშხნის ნამონასტრალი არქიტექტურული გადაწყვეტით და ლამაზი გარემოთი დღესაც შთამბეჭდავია და მრავალ ტურისტს იზიდავს.
  ოშკი
 ოშკის მონასტერი მდებარეობს ისტორიულ ტაოში,მჭიდროდ დასახლებულ სოფელ ჩამლიჩამაჯში.ეკლესია შენდებოდა 963-973 წლებში.აქვე არიან დაკრძალულნი ქტიტორები ბაგრატ ერისთავთ ერისთავი და დავით III კურაპალატი.ოშკის მონატრის ნაგებობათგან შემორჩენილია მთავარი ტაძარი,სამნავიანი ბაზილიკა და კვადრატული დარბაზი.ოშკის ტაძართან დაკავშრებულია თორნიკე ერისთავის სახელი,რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ბიზანტიის იმპერატორის წინააღმდეგ მებრძოლი ბარდა სკლიაროსის აჯანყების ჩახშობაში.ასევე ცნობილია,რომ თამარის მხედრობამ 1202 წელს,ბასიანის ომში,ოშკი მტრისაგან გამოიხსნა . მიუხედავად ოშკის მნიშვნელობისა მთელი გვიანი შუა საუკუნეები, ის უცნობი იყო ქართული სინამდვილისთვის, სამხრეთ საქართველოს თურქეთის მიერ მიტაცების გამოოშკის ტაძარი მოიხატა მხოლოდ აშენებიდან 75 წლის შემდეგ, 1036 წელს, ეს დასტურდება შესაბამისი თარიღიანი წარწერით (იხ. ტაძრის წარწერები). სამწუხაროდ ამ ფრესკებიდან მხოლოდ ნაშთებია შემორჩენილი. ფრესკათა ნაშთები უფრო მეტწილად საკურთხეველში მოჩანს. ფრესკები მონუმენტური ხასიათისაა, მსგავსად იშხნისა. 
ოთხთა ეკლესია 
   X საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამნავიანი ბაზილიკა, სოფელ დორთ კილისედან 5 კილომეტრის მანძილზე, თურქეთის ტერიტორიაზე. ოთხთა ეკლესია პარხლის ეკლესიასთან ერთად გვიანდელი ხანის ბაზილიკების ყველაზე მნიშვნელოვანი ნიმუშია.ოთხთა ეკლესია მდებარეობს მდინარე ჭოროხის ხეობაში, მდინარის მარცხენა ნაპირზე, სოფელ დორთ კილისესგან 5 კილომეტრში.
  ოთხთაზე ასეთი ლეგენდა არსებობს ეკლესია უცნობი მეფის ასულს ვინმე თამარს აუშენებია მამამისს ყველა შვილი ისლამზე მოუქცევია თამარის გარდა ქალს ტაძრის შენებისას ფული შემოლევია ამიტომ თმა შეუკვეცავს გაუყიდია და ასე დაუმთავრებია მშენებლობა თამარს ისეთი თეთრი რაში ჰყოლია ოთხივე ეკლესიის შემოვლა ერთ დღეში შეეძლო გადმოცემის თანახმად ტაძარში თამარის ხელის ანაბეჭდიცაა შემორჩენილი .
დოლისყანა 
  შუა საუკუნეების ქართული მართლმადიდებლური მონასტერი ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, კლარჯეთში, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე, ართვინის პროვინციაში.XIX საუკუნემდე დოლისყანის შესახებ ინფორმაცია ნაკლებად მოიპოვება. 1888 წელს . პავლინოვმა ტაოკლარჯეთშიმოგზაურობისას ინახულა დოლისყანის მონასტერიც. აღმოჩნდა, რომ ამ დროს ტაძარი უკვე მეჩეთად იყო ქცეული, ხოლო სამონასტრო კომპლექსში შემავალი სხვა შენობანაგებობებიდანგრეული.


ხანძთა 
 შუა საუკუნეების ქართული მონასტერი ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში,კლარჯეთში .
დააარსა სასულიერო მოღვაწემ გრიგოლ ხანძთელმა. VII საუკუნის დასასრულს ააგეს ხის ეკლესია. შემდგომ ხანაში ადგილობრივი ფეოდალის გაბრიელ დაფანჩულის მატერიალური დახმარებით დაიწყო ქვის ტაძრის მშენებლობა.
ხახული
  შუა საუკუნეების მონასტერი ისტორიულ სამხრეთ საქართველოში, ტაოში, მდ. თორთუმისწყლის ერთ-ერთ გვერდითა ხეობაში, მდ. ხახულისწყლის მარცხენა ნაპირზე .ტაძარში ამჟამად მოქმედებს მეჩეთი.ხახულის მონასტრის დიდი გუმბათოვანი ეკლესია, გეგმით ჯვრისებრი, წაგრძელებული ნაგებობაა.ხახულის მონასტრის მდიდარი ბიბლიოთეკიდან ჩვენამდე მხოლოდ უმცირესმა ნაწილმა მოაღწია. XVI საუკუნეში ხახული ქართლის კათოლიკოსის საგამგებლოში შედიოდა. შატბერდი
  მონასტერი მდებარეობს ისტორიულ კლარჯეთში, მაღალმთიან სოფელ ოქუმუშლართან.
 შატბერდი გრიგოლ ხანძთელის ეპოქაში აგებული, საქართველოს სინად წოდებულ კლარჯეთის თორმეტ უდაბნოთა შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. IX საუკუნის 30-იან წლებში ბაგრატ კურაპალატის ქტიტორობით და გრიგოლ ხანძთელის თაოსნობით აშენდა შატბერდის ღვთისმშობლის მონასტერი. "დიდებულ ლავრად" მოხსენიებული შატბერდი მწიგნობრობის უდიდესი კერა იყო და გამოირჩეოდა სასულიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო და ლიტერატურული ცხოვრებით. ამ ლავრაში მრავალი წელი მოღვაწეობდა გრიგოლ ხანძთელი.
    შატბერდის სამონასტრო კომპლექსისგან შემორჩენილია მხოლოდ მთავარი ეკლესიის ნანგრევები (სიგრძე 28 მ), სატრაპეზოს და სენაკების ნაშთები, თუმცა მონასტრის მასშტაბურობა მაინც აღიქმება.
   შატბერდში მოღვაწეობდნენ ცნობილი მწიგნობრები: გრიგოლ ხანძთელი, იოანე ზოსიმე, სოფრონ შატბერდელი, იოანე ბერაი, დავით ჯიბისძე, გრიგოლ ვაჩეძორელი, სტეფანე შატბერდელი და მრავალი სხვა.
    შატბერდში შექმნილ თხზულებათაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია შატბერდის კრებული. აქ გადაწერილი ოთხთავებიდან შემორჩენილია _ ჰადიშის (897 წ.), ჯრუჭის (936 წ.), პარხლის (973 წ.) ოთხთავები, მიქაელ მოდრეკილის იადგარი (978-988 წწ.) და ბევრი ფასდაუდებელი ხელნაწერი რომლებსაც მრავალი სამეცნიერო პუბლიკაცია მიეძღვნა
   აი ეს იყო სულ და ვფიქრომ ამით ყველაფერი ნათქვამია .როგორ შეიძლება, ამხელა ისტორიის მქონე ეკლესია-მონასტრები არ დავიცვათ და შევინარჩუნოთ.წავიკითხე უამრავი იმფორმაცია და დავრწმუნდი იმაში , რომ რაც არ უნდა მოხდეს ეს კუთხე ყოველთვის დარჩება საქართველოს ნაწილად.ამ მასალის მოსამზადებლად ვნახე თითქმის ყველა სტატია იმის შესახებ თუ როგორ ითხოვენ მეცნიერები ამ ეკლესიებისა და მონასტრების აღდგენას. ნამდვილად იმედი ჩნება ესეთი ადამიანების არსებობით.მინდა ერთ-ერთი მათგანის სტატია გაგაცნოთ:
  ტაო-კლარჯეთში არსებული ქართული ისტორიული ძეგლების მდგომარეობა კატასტროფულია და დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უძრავი ძეგლების ატრიბუციისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსმა გიორგი გაგოშიძემ განუცხადა.
  28 კაციანი ქართული დელეგაცია ტაო-კლარჯეთიდან დღეს დაბრუნდა.
გაგოშიძის თქმით, განადგურების პირასაა ყველა ტაძარი, რასაც ნაპრალებში ჩამავალი წვიმა და თოვლი უწყობს ხელს.
 "მე რამდენიმე წლის წინ ვიყავი ტაო-კლარჯეთში, მაგრამ ახლა რაც ვნახე, ტრაგედიის ტოლფასია. ტაძრების ნგრევის პროცესი პროგრესირებადია. წვიმის წყალი და თოვლი ნაპრალებში ჩადის და იყინება. ყინულის ლღობის დროს კი, ნაპრალები ფართოვდება და იზრდება, რაც ნგრევას აჩქარებს. უსწრაფესი რეაგირებაა საჭირო. ხარაჩოები მაინც უნდა გაკეთდეს დაუყონებლივ, რათა ტაძრის სიმძიმე ხარაჩოებზე გადავიდეს. შემდეგ კი, პროექტის მიხედვით უნდა დაიწყოს რეაბილიტაცია", - განაცხადა გიორგი გაგოშიძემ.მისივე ინფორმაციით, უნიკალურია ოშკისა და იშხანის არქიტექტურა და მათი ჩამოშლის შემთხვევაში განადგურდება ფრესკები, რომლებიც ტაძრებში 1032-1036 წლებშია შექმნილი.
განადგურება ემუქრება ოშკის გუმბათსაც, რომელიც დავით კურაპალატის მეფობის პერიოდში 963-973 წლებშია აგებული. ექსპერტთა განცხადებით, ოშკის ტაძარი და მისი გუმბათი აღმოსავლეთ ქრისტიანული ქვეყნების ხუროთმოძღვრების შედევრს წარმოადგენს.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ნათია მურაჩაშვილის ინფორმაციით, ექსპედიცია, რომელიც რესტავრატორებისგან, ისტორიკოსებისგან, ექსპერტებისგან, არქიტექტორებისა და ჟურნალისტებისგან შედგებოდა, 17 თებერვლიდან ატარებდა ტაო-კლარეთში შემორჩენილი სამონასტრო კომპლექსების კვლევებს.
მურაჩაშვილის განცხადებით, უამინდობის გამო, ექსპედიცია ხანძთისა და ოთხთა სამონასტრო კომპლექსებში ვერ ავიდა.
ექსპედიცია ტაო-კლარჯეთში გაზაფხულზე კვლავ გაემგზავრება, რათა იმ ტაძრების ვითარებაც შეისწავლონ, რომელთა მონიტორინგი ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა.
ექსპერტთა განცხადებით, სასწრაფოდ უნდა მოხდეს საქართველო-თურქეთს შორის სახელმწიფათაშორისი ხელშეკრულების გაფორმება, რაც საშუალებას მისცემს საქართველოს მხარეს, დროულად გადაარჩინოს თურქეთის ტერიტორიაზე არსებული მემკვიდრეობა.
ნათია მურაჩაშვილის თქმით, ტაო-კლარჯეთის ქართული სამონასტრო კომპლექსების ნაშთების გადაღება 5 ვიდეოკამერით მიმდინარეობდა. ვიმედოვნებ ,დაინტერესება მართლაც დიდი იქნება.მასალებთან ერთად მოვიპოვე საინტერესო ფოტო მასალა . მე კი იმედს ვიტოვებ , რომ ტაო-კლარჯეთი ყველა ადამიანის ტკივილი გახდება. საქართველოს მართლაც, რომ საამაყო ისტორია აქვს, ყველა ჩვენთგანი ამით უნდა ამაყობდეს...წარსული მომავლის გარეშე არაფერია ისევე როგორც მომავალი წარსულის გარეშე. ჩვენმა წინაპრებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის რომ აწმყო გვქონოდა- შეგვინარჩუნეს ენა,სარწმუნოება .ისეთი პატარა ერისთვის როგორიც საქართველოა ეს ბევრს ნიშნავს, მინდა მოვუწოდო ჩემს თაობას რომ არ გადავუხვიოთ წინაპრების გზას და ბოლომდე ვიაროთ ქრისტიანულ გზაზე, იმისთვის რომ ჩვენს შვილებს- ჩვენს მომავალს ჰქონდეს გზა ტაო- კლარჯეთისკენ მიმავალი რომელსაც გაივლიან.. გავა დრო და იმედია ისინიც ჩვენსავით გაიხსენებენ წარსულს ისევე დიდი სულისკვეთებით როგორც ჩვენ ვიხსენებთ ჩვენ წინაპრებს და მათ საქმიანობას.


Комментариев нет:

Отправить комментарий